Страницы

საგნის ანგარიში (2015-2016; 206-2017 სასწ.წელი )

                                     საგნის ანგარიში
   

მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა.კომპეტენციასთან ერთად გვჭირდება განწყობა-დამოკიდებულება,ბავშვებთან სწორი და ადეკვატური ურთიერთობების დასამყარებლად,მათ მიმართ სითბო და სიყვარულის გამოჩენა.
    წელს მე ორმაგი პასუხისმგებლობა დამეკისრა.გადმომეცა სამოქალაქო განათლების საათი IX და X კლასებში.სამოქალაქო განათლება ეს ის საგანია,რომელმაც მომცა შესაძლებლობა მოსწავლეებთან ერთად გამეაზრებინა XXI საუკუნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის აუცილებელი საკითხები,როგორიცაა ტოლერანტობა,თავისუფლების ცნება,დემოკრატიული ღირებულებები,პასუხისმგებლობის დელეგირება,საკუთარი როლის გააზრება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში...
    V და  VI კლასებში ვასწავლი „ჩვენი საქართველოს“.ბავშვებს უყვართ საგანი,ერთობლივად დავამუშავეთ საქართველოს კუთხეები,მოვაწყვეთ ფოტოგალერეა.თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად იმუშავა პლაკატის შექმნაზე.ამ ინიციატივის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაცოცხლება.ზოგადად კმაყოფილი ვარ ჩვენი ერთობლივი მუშაობით.
   რაც შეეხება XIIკლასს,წელს მათთვის ისტორია საგამოცდო საგანი იყო და შესაბამისად სრული სერიოზნულობით ვიმუშავეთ მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებზე,გონივრულად გამოვიყენეთ აბიტურის ერთი საათიც.ვფიქრობ,რომ საატესტატო გამოცდამ აჩვენა მუშაობის შედეგი.
   რაც შეეხება სამოქალაქო განათლებას 9 და 10 კლასში,სემესტრის დასაწყისშივე გაწერილი თემატური გეგმის შესაბამისად დავსახე რამოდენიმე პროექტზე გვემუშავა და ასევე სამოქალაქო ინიციატივებიც განვახორციელეთ.პირველი ეს იყო თემა რასიზმი,სათაურიც შევურჩიეთ „საქართველო რასისტული პრობლემების კონტექსტში“.პროექტის მიზანი იყო თემში საზოგადოების ინფორმირება,სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა.მოსწავლეებმა გაინაწილეს ფუნქციები.შედეგი იყო ის,რომ თითოეული მოსწავლე დაფიქრდა ფერადკანიანების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე და განაცხადეს,რომ დღეს XXIსაუკუნეში არ უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ კანის ფერის გამო ადამიანთა თანასწორობის საკითხი.
   კონკრეტულად 9კლასმა იმუშავა საკმაოდ აქტუალურ თემაზე,როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები.ამ კლასში გადავწტვიტე ეს თემა ფართოდ გამეშალა და პროექტიც გამეკეთებინა იმიტომ,რომ კლასში ბიჭების უმრავლესობა თვლიდა რომ ქალი არ შეიძლება იყოს მამაკაცის თანასწორი.პროექტის მიზანი სწორედ არსებული სტერეოტიპების მსხვრევა.მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს გამოკითხვა,მოისმინეს განსხვავებული შეხედულებები,მოაწყვეს დისკუსია კლასში,შექმნეს პლაკატი სახელწოდებით „მეც მინდა ჩემი სივრცე მქონდეს“.ამ პროექტით მოსწავლეებს დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის რომ ქალი და კაცი თანასწორია და საერთოდ XXIსაუკუნეში არც უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხი ქალის ადგილი სამზარეულოშია თუ აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
 იმუშავეს ასევე ადრეული ქორწინების თემაზე,მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
საინტერესი იყო ბულინგის თემაზე მუშაობა,კონკრეტულად კიბერბულინგის და გემბლინგის საკითხებზე.საკმაოდ აქტუალურია მოზარდებში ეს თემა.ისინი ყოველდღიურად სარგებლობენ ინტერნეტით,ებმევიან ათას მახინაციებში,ერთობიან აზარტული თამაშებით.დაინტერესება ამ თემით ძალიან დიდი იყო.გადაწყვიტეს თემში გამოკითხვა ჩაეტარებინათ,ძირითადად ახალგაზრდები გამოკითხეს.ზოგადად ბავშვებს სურდათ ეჩვენებინათ კონკრეტული მაგალითების მოყვანით ინტერნეტდამოკიდებულების ნეგატიურ მხარეებზე და ამით მთავარი სათქმელი ეთქვათ.
   ვფიქრობ,რომ ჩემი და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობა იყო საინტერესო,ნაყოფიერი და რაც მთავარია შედეგის მომცემი ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის.

                                               წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ისტორიისა და
                                                სამოქალაქო განათლების მასწავლებელი  მაია
                                               ყალიჩავა
                                                                                                2016წელი












საგნის      ანგარიში
მასწავლებელი     მაია ყალიაჩავა                                                              

დავიწყებ იმით,რომ ვასწავლი ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლებას.ბევრია განსხვავება ამ საგნების სწავლებას შორის,თუმცა ჩვენი საქართველოს თემებში არის საკითხები,რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო განათლებასთან.(ორივე საგანი განიხილავს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ბავშვის უფლებათა კონვენციას) ჩვენ როგორც წევრი ქვეყანა ბავშვის უფლებათა კონვენციის გვაქვს ვალდებულება ეს სკითხები მოსწავლეებს ვასწავლოთ.
    ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მე-5 და მე-6 კლასებში ყველა თემა დამუშავებულ იქნა.შდეგზე გვედი.შევძელი მოსწავლეებს მიეღოთ არა მარტო ფაქტობრივი ცოდნა,არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევები გამოემუშავებინათ,როგორიცაა მსჯელობის,თანამშრომლობის უნარი,დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
მე-5 კლასი ძლიერი კლასია.შესაბამისად დაინტერესება საგნის მიმართ დიდი იყო.გაკვეთილზე ვიყენებდი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.თემის შესაბამისად მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ენახათ და მოესმინათ ვიდეო მასალები.მაგალითად ვანახე ბავშვებს ვიდეო მასალა  გობრომის წამებაზე,თევდორე კვეთელის წამებაზე,გიორგი სააკაძეზე,რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ვფიქრობ,რომ ძალიან კარგი იყო,ემოციები იყვნენ,კითხვებს სვამდნენ დამატებით...
      მე-6 კლასში არის სსსმ მოსწავლე.ვიცით,რომ მასთან მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავსირებული.ვცდილობდიმისთვის შემერჩია მის შესაძლებლობებს და საჭიროებებს მორგებული დავალებები,რაც შეიზლება მარტივად აღსაქმელი.
   ჩემი შემაჯამებელი დავალებების ტესტები არაერთგვაროვანია ანუ შედგება მრავალი არჩევითი პასუხით,შესაბამისობის პოვნით,ღია სააზროვნო კითხვებზე მუშაობისგან,ფოტო ილუსტრაციების გააზრებისგან და კითხვებზე პასუხებით....რომლებიც აფასებს როგორც დაბალ,ასევე მარალ სააზროვნო უნარებს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ მოცემულია,რომ „სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემაჯამებელი დავალებების მრავალგვარი ფორმის გამოყენება“ და ასეც უნდა იყოს.  თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ზოგადად მოსწავლეებს უჭირთ ღია დავალებებზე მუშაობა,სისტემატიური მუშაობა შედეგსგამოიღებს.
  
                                                                                          
სამოქალაქო განათლება საგანია, რომელიც ჩვენს სკოლებში უკვე დიდი ხანია ისწავლება და მისი მიზანი არა მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სახელმწიფოს მოწყობის, კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, არამედ ეს საგანი ხელს უწყობს მათ, თავად გახდნენ აქტიური მოქალაქეები. აქტიური მოქალაქეობა არის ადამიანის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში და მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით და ძალადობის გარეშე. 
  რაც შეეხება პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს მე-9 კლასში ჩატარდა 1 და 2 სემესტრში რვა გაკვეთილი, მე-11კლასში 2-სემესტრში ოთხი გაკვეთილი.მქონდა სახელმზღვანელო და ელექტრონული მასალები,სადაც გასაგებად იყო ფორმულირებული ყველა გაკვეთილის მიზანი,მისაღწევი შედეგი.თემები ეხებოდა პროფესიის მნიშვნელობის გააზრებას,მოსწავლეები გაეცნენ ფსიქოლოგების თეორიებს პიროვნების ტიპოლოგიაზე,ეს იყო თავისუფალი გაკვეთილები თავისუფალი ტემებით,მოსწავლეები გულახდილად საუბრობდნენ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებზე.თემები ეხებოდა მნიშვნელოვან საკითხებს კარიერაში,რა გზით  არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა,რა პიროვნული ტვისებები ეხმარება ადამიანს პროფესიის დაუფლებაში.ეს ის საკითხებია,რომლიტაც შეჯამდა პროფორიენტაციის გაკვეთილები.

  მადლობა ყურადღებისთვის ! J

                                    ხელმოწერა : მაია ყალიჩავა               /                          /
                                        2017 წელი
                                                         საკონტაქტო მისამართი:

                                                           Maiayalichava80@gmail.com









Комментариев нет:

Отправить комментарий