Страницы

ჩემ შესახებ...(cv)

მოგესალმებით,


მე გახლავართ მაია ყალიჩავა,წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში ვმუშაობ,მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება.ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი.ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო საგაკვეთილო პროცესში.


  ვფიქრობ რომ ვარ ტოლერანტი,მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვცდილობ შევქმნა პოზიტიური გარემო.
    ნოდარ დუმბაძე ამბობდა,რომ მასწავლებელი მინიმუმ ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს.1-უყვარდეს თავისი საგანი.2-ჰქონდეს უნარი სიყვარულისა,რათა სხვასაც შეჰყაროს.3-იყოს თანამედროვე,ჰქონდეს მოთმინების უნარი და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები.
   სხვანაირად მასწავლებელი ბავშვების სიყვარულის გარეშე,ვერც წარმომიდგენია!
ძალიან მომწონს გამოთქმა:“ყველაზე მთავარია მასწავლებელს ახსოვდეს,რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი განათლების პროცესია,ამიტომ კარგი მასწავლებელი ამავე დროს კარგი მოსწავლეც უნდა იყოს!“.მართლაც ასეა.მუდმივად სწავლისა და ძიების პროცესში ვარ,ვასწავლი მოსწავლეებს და ამავე დროს მეც ვსწავლობ.
   2015წელი ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა.საგანი ჩავაბარე,გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი.დამიფასდა შრომა,მომემატა მოტივაცია.წელს გადმომეცა სამოქალაქო განათლების საათები.ეს ის საგანია,რომელმაც მომცა შესაძლებლობა სასწავლო პროცესისადმი სხვა კუთხით შემეხედა.ეს ის საგანია,რომელიც იძლევა აქტიური მოქალაქის მოდელირების საშუალებას.მოსწავლეებთან სამართლიანობა,ღიაობა და პატივისცემითი ურთიეთობების დამკვიდრება,სწავლების დემოკრატია.
     2015წლის ნოემბერში,ბათუმში,სასტუმრო „რადისონში“ ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი.პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია  ph inteernacional საქართველოში „მომავლის თაობის“ ფარგლებში.ვისწავლე ბლოგზე მუშაობა,საკუთარ პორტფოლიოზე სტატიების განთავსება.ტრენინგა უძღვებოდა ტრენერები:ხათუნა ციხელაშვილი და თამარ გელაშვილი.
        წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა არის „მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლა.მე ამ სკოლაში ვასწავლი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას.სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ხორციელდება ორგანიზაცია PH interncional-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პრტნიორობით.პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID).
 მე როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მომეცა შესაძლებლობა გამევლო „მომავლის თაობის“ ფარგლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების ტრენინგ პროგრამა „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“.ტრენინგი ჩატარდა ქ.ბათუმში სასტუმრო „ჩაოში“.დაიწყო 2015წლის 17დეკემბერს და გაგრძელდა 2015წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.ტრენინგი შედგებოდა შემდეგი მოდულებისგან:1.სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და სკოლის როლი.2.მოქალაქეობის განმავითარებელი სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება.3.ინტერაქტიული სწავლება.4.სამოქალაქო მონაწილეობა და პროექტული სწავლება.5.შეფასების მეთოდები.ტრენინგი ოთხი დღე გაგრძელდა და თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იყო ჩემთვის.გავერკვიე სამოქალაქო განათლების სწავლების მიზნებსა და ამოცანებში.როგორ უნდა დაიგეგმოს სამფაზიანი გაკვეთილი,როგორ უნდა შეირჩეს თითოეული აქტივობისათვის სასწავლო რესურსი.რომელ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.გავერკვიე ინტერაქტიული სწავლების მეთოდებში.სწავლება თამაშით,ქეისებით,დისკუსიის საშუალებით,აქტიური ლექციის გამოყენებით,მართული კითხვის მეთოდი „შნსეკა“,“მოზაიკა“...რა არის მონაწილეობა და პროექტული სწავლება,პროექტის საჭიროებების განსაზღვრა,პროექტის დაგეგმვა,პროექტის შედეგების ანალიზი.ვისწავლე როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტ-გაკვეთილი.ბოლო დღე დაეთმო შეფასების არსის,ტიპებსა და ინსტრუმენტების გაცნობას.მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებაზე,როდის და რა მიზნით გამოიყენება შეფასების ესა თუ ის ფორმა,გავეცანი შეფასების რუბრიკებს.
  ეს ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი,მაგრამ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩემთვის.ვცდილობ ყოველ საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ყველა ის აქტივობა,რომლებსაც გავეცანი ტრენინგზე.მე ამ ტრენინგმა მომცა არა მარტო ცოდნა,არამედ უნარ-ჩვევები და რაც მთავარია განწყობა-დამოკიდებულება.ვფიქრობ,რომ საგნის მიმართ პოზიტიური განწყობა მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და მათი დაინტერესებისთვის.ყველა ჩემი წარმატებული ნაბიჯისთვის დიდი მადლობა „მომავლის თაობას“.
     მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი კახეთში,სასტუმრო „სავანეთში“,რომელიც 2016წლის 4-8მარტს განხორციელდა.საინტერესო იყო ამ ბანაკში ყოფნა.ვიმუშავეთ სამფაზიანი გაკვეთილების დაგეგმვაზე,პროექტების დაგეგმვაზე.ბანაკს უზღვებოდა ბანაკის ფასილიტატორი ნათია ნამიჭეიშვილი და ტრენერი ნინი ბესელია.

    2016წლის 28 მაისს თბილისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი,რომელშიც მივიღე მონაწილეობა.ფორუმზე გაიმართა წლიური კონფერენცია-გამოფენა.გამოიფინა პროექტების და ინიციატივების ამსახველი ფოტო-მასალა.მოხდა მასწავლებელთ ნამუშევრების გამოფენა,სამოქალაქო განატლების 2015წლის ფარგლებში საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია და ბოლოს განხორციელდა ხუთ ჯგუფში სასემინარო მუშაობა.ძალიან საინტერესო იყო.


  2015წ. 17-18-19-20 დეკემბერი. "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება".ტრენერი- ნინო ბესელია (სერთიფიკატი)
 2016წ.4-8 მარტი.კახეთი, სასტუმრო "სავანეთი". სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ბანაკი. პროექტული სწავლება. ტრენერები - ნინო ბესელია და ნათია ნამიჭეიშვილი.( სერთიფიკატი)
 2016წ.19ივნისი.ბათუმი. ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა- მეთოდოლოგია.ტრენერი-ნინო ბესელია
2016წ.30-31 იანვარი. ქუთაისი.სასტუმრო "რჩეული".დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება. ტრენერი- ნათია ნამიჭეიშვილი.
2016წ.28 მაისი.თბილისი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი. ( სერთიფიკატი).
2016წ.21 სექტემბერი. პროფორიენტაციის ტრენინგი.(სერთიფიკატი)
2016წ.27 ნოემბერი. ზუგდიდი. ძალადობის ალტერნატივების პროგრამა, "შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ". ( სერთიფიკატი)
2016წ.3დეკემბერი.  ბათუმი. საინფორმაციო შეხვედრა ბლოგების კონკურსტან დაკავშირებით.
2016წ. 4დეკემბერი.17 დეკემბერი. " შავი ზღვის სკივრი".ტრენერი - მარინე ჭელიძე.

2017წ.25 თებერვალი.ზუგდიდი. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა. ტრენერი- ნათია ნამიჭეიშვილი.
2017წ.4 თებერვალი.ზუგდიდი,ტექნოპარკი.ახალგაზრდული ფორუმის შეხვედრა.  ( სერთიფიკატი)
2017წ.24-25-26 მარტი- 1-2 აპრილი. ზუგდიდი. " ისტორიის სწავლების მეთოდიკა". ტრენერი - ნანა გაგუა
2015წ.  უფროსი მასწავლებლის სტატუსი (სერთიფიკატი)
2017წ.13 მაისი.  თბილისი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური გამოფენა  - კონფერენცია. (სერთიფიკატი )


2017 წელი-  სამოქალაქო განათლების ტრენინგი „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების  ხელშეწყობა „  ზუგდიდი.პირველი საჯარო სკოლა. 10-11-17-18-24-25 ივნისი. ( 25 საკონტაქტო საათი)

2017 წელი -  ელექტრონული რესურსებზე მუშაობა.ზუგდიდი.23-24 ივნისი,მე-4 საჯარო სკოლა.ტრენერი - რუსა გონაშვილი.  (სერთიფიკატი)



















Комментариев нет:

Отправить комментарий