Страницы

მნიშვნელოვანი კანონები და დოკუმენტები,რომელსაც უნდა ვიცნობდეთ


კანონები ,კოდექსები და კონვენციები,რომელსაც ყველა ჩვენთაგანი უნდა იცნობდეს



საქართველოს კონსტიტუცია

მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს    კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა

                ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

თავი პირველი 
ზოგადი დებულებები
მუხლი 1 
1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა ,,საქართველო"
მუხლი 2 
1. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 3 
1. მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;
ბ) სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი დაცვა;
გ) სახელმწიფოს თავდაცვა და უშიშროება, სამხედრო ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა;
დ) ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება;
ე) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი;
ვ) საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;
ზ) სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;
თ) სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა;
ი) ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი; კავშირგაბმულობა; სავაჭრო ფლოტი; გემთა ალმები; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები, აეროპორტები და აეროდრომები; საჰაერო სივრცის, ტრანზიტისა და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლი, საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაცია; მეტეოროლოგიური სამსახური; გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა;
კ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები;
ლ) თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში;
მ) სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;
ნ) ფარმაცევტული პრეპარატების კანონმდებლობა;
ო) კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ; (27.12.2006 N4135)
პ) ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა;
ჟ) სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა;
რ) კრიმინალური პოლიცია და გამოძიება;
ს) მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა;
2. ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება. 
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. (20.04.2000 N 260)
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. (10.10.2002 N1689)
5. ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით. (29.06.2012. N6602) 
მუხლი 4 
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა:  რესპუბლიკის საბჭო და სენატი.
2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.
3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689),  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (20.04.2000, N260) და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.
4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი. 
მუხლი 5 
1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. 
მუხლი 6 
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას (30. 03. 2001, N826) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. 
მუხლი 7 
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. 
მუხლი 8 
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689) აგრეთვე - აფხაზური.  
მუხლი 9 
1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. (30.03. 2001 N826) 
მუხლი 10 
საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი. 
მუხლი 11 
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით.  
თავი მეორე 
საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი
უფლებანი და თავისუფლებანი 
მუხლი 12 
1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით.
2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. (6.02.2004.N3272)
3. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. 
მუხლი 13 
1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
2. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
3. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
4. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.  
მუხლი 14 
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.  
მუხლი 15 
1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
2. სიკვდილით დასჯა აკრძალულია. (27.12.2006 N4137) 

მუხლი 16 
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.  
მუხლი 17 
1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
3. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. (27.12.2006 N4137) 
მუხლი 18 
1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ამოღებულია (27.12.2006 N4137)
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. 
მუხლი 19 
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. 
მუხლი 20 
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. 
მუხლი 21 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. 
მუხლი 22 
1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
2. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
4. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 23 
1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. 
მუხლი 24 
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 
მუხლი 25 
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. (23.12.2005 N 2494)
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. 
მუხლი 26 
1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.
2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.
5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას. (23.12.2005 N 2494)
6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 
მუხლი 27 
სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. 
მუხლი 28 
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. (27.12.2011. N5630) 
მუხლი 29 
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
11. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. 
მუხლი 30 
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. (15.10.2010. N3710 ) 
მუხლი 31 
სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს. 
მუხლი 32 
სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით. 
მუხლი 33 
გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს. 
მუხლი 34 
1. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
2. საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით.  
მუხლი 341  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას. 
მუხლი 35 
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. (27.12.2006 N4135)
3. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. (27.12.2006 N4135)
4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. 
მუხლი 36 
1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. 
მუხლი 37 
1. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.
3. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.
4. სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
 5. ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 38 
1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. 
მუხლი 39 
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.  
მუხლი 40 
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 
მუხლი 41 
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 
მუხლი 42 
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 43 
1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
2. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
3. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.  
მუხლი 44 
1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. 
მუხლი 45 
კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. 
მუხლი 46 
1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
2. თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სხვა წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. (6.02.2004.N3272)               
მუხლი 47 
1. საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
3. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. 
თავი მესამე 
საქართველოს პარლამენტი 
მუხლი 48 
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 
მუხლი 481  (1.07.2011 N4985) (24.09.2009 N 1674  ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან) 
1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.
2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. 
მუხლი 49 
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. (27.12.2011. N5630 ამოქმედდეს 2012  წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან)
2. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. (22.05.2012. N6238)
3. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.
4. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. (6.02.2004.N3272) 
მუხლი 50 
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. (12.03.2008 N 5853)
 2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. (27.12.2011. N5630)
21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. (27.12.2006 N4133)
3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. (27.12.2006 N4133)
31. პარლამენტი საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან. პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად. თუ პარლამენტი არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას. პარლამენტის შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობების და ხელფასების აღდგენას. პარლამენტი წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე. (6.02.2004.N3272)
4. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.
5. პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.  
მუხლი 51 
საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. 
მუხლი 511 (6.02.2004. N3272) 
პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:
ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე; (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;
გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 
მუხლი 52 
1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. (23.04.2004 N6)
3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
5. უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას.
6. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. 
მუხლი 53 
1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი.
2. წინა პუნქით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება.
3. პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. 
მუხლი 54 
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით უფლებამოსილება მოეხსნა;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;
ზ) გარდაიცვალა. 
მუხლი 55 
1. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან (10.10.2002 N1689) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მათივე წარდგინებით. (20.04.2000, N 260)
2. პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.
4. პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში. 
მუხლი 56 
1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში მისი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომიტეტები.
2. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით. დროებით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.  
მუხლი 57 
1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. ამოღებულია (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 58 
1. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები. (10.10.2008 N 343)
2. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება კანონითა და რეგლამენტით. 
მუხლი 59 (06.02.2004 N3272) 
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2. პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.
3. პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 
მუხლი 60 
1. პარლამენტის სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.
2. მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ.    (6.02.2004.N3272)
3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.(15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
 4. პარლამენტის ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 61 
1. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
2. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან მთავრობის წარდგინებით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
3. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
4. პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში პარლამენტი იკრიბება. პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე. 
მუხლი 62 
პარლამენტის გადაწყვეტილება ომისა და ზავის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა და კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 
მუხლი 63   (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 
3. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
4.  თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
5. დაუშვებელია იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. 
მუხლი 64 
1. კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. (22.05.2012. N6239 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
 2. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დასკვნის მიღების შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები. ამ შემთხვევებზე ვრცელდება აგრეთვე 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება.  
მუხლი 65 
1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.
11. საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება (შეთანხმება) დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, – საქართველოს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გარდა, რომლებიც ითვალისწინებენ რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას.
3. პარლამენტს უნდა ეცნობოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადების შესახებ.
4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. 
უხლი 66 
1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.
11. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი. (30.03.2001,N826)
2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. პარლამენტის თანხმობა მიიღება დადგენილების სახით, თუ კონსტიტუციით სხვა წესი არ არის განსაზღვრული.
4. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. 
მუხლი 67 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მისივე მოთხოვნით პარლამენტი რიგგარეშე განიხილავს.               
მუხლი 68 
1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. (6.02.2004.N3272)
2. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.
3. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახით კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციის 66-ე მუხლით. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
4. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. (27.12.2011. N5630 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
5. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი. 
თავი მეოთხე 
საქართველოს პრეზიდენტი 
მუხლი 69   (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. 
მუხლი 70 
1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. (12.03.2008 N 5853)
4. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. (6.02.2004.N3272)
5. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური. (27.12.2006 N4133)
6. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. (6.02.2004.N3272)
7. თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
8. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.
9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. (27.12.2006 N4133)
10. ამოღებულ (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
 მუხლი 71 
1. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს: 
,,მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 72 (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)
საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა, მათ შორის, პარტიული, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. 
მუხლი 73 (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)
1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; მთავრობასთან შეთანხმებით იღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
დ) კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე;
ე) კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს, ათავისუფლებს და გადააყენებს თანამდებობის პირებს; კანონით დადგენილი წესით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას;
ზ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
თ) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ მიზეზთა გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა;
ი) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე; ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება;
კ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ლ) კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს დეკრეტს, ბრძანებულებას, განკარგულებას, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას;
მ) ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს კონსტიტუციით დადგენილი წესით;
ნ) წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს;
ო) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
პ) შეიწყალებს მსჯავრდებულთ;
ჟ) დაითხოვს პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
3.  საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
5. საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 
მუხლი 731  (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა და ამ მუხლის  მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
4. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;
ბ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;
გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებას და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას;
ე) პრემიერმინისტრობის კანდიდატის წამოყენებას და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;
თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;
ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას  კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;
ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;
მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.
6. კონტრასიგნაციის შემთხვევაში სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. 
მუხლი 74 
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
2. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
3. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით. 
მუხლი 75 
1.საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი. (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. 
მუხლი 76 
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ პარლამენტი დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების მქონე მთავრობის წევრი. (11.03.2008 N 5833)
2. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის, გამოიყენოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებითა და 74-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
3. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი.  
მუხლი 761 ამოღებულია (10.10.2008 N344) 
მუხლი 77 (6.02.2004.N3272)
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს, ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 
თავი მეოთხე1
საქართველოს მთავრობა
(6.02.2004.N3272) 
მუხლი 78  (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
2. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობათა შესრულება. პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობათა შესრულების დაკისრების წესი და მათი უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონით.
4. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
5. მთავრობა კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
6. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.
7. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. აღნიშნული კანონის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.
8. მთავრობის უფლებამოსილება იწყება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მთავრობის წევრთა დანიშვნისთანავე. 
მუხლი 79 
         1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
           2. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
3. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს.
4. პრემიერ-მინისტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, აგრეთვე, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში.
5. პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს. (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
6. პრემიერ-მინისტრი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს.
7. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ორი კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრს. (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 
მუხლი 80  (15.10. 2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 
1. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
2. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
3. პრემიერმინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.
4. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
5. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
6. თუ არ იქნება წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ან მთავრობის შემადგენლობას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ პარლამენტის წევრთა სხვადასხვა შემადგენლობა 2 კანდიდატურას წარადგენს, პრეზიდენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში – ერთ-ერთ წარდგენილ კანდიდატურას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
8. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. 
მუხლი 801  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო თუ უმრავლესობა შექმნილი არ არის – იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.
2. მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.\
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. 
მუხლი 81  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტს შეიძლება მიმართოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტისთვის მიმართვა კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლობაში დაუშვებელია.
2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პრეზიდენტისათვის წარდგენას. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით დასახელდა პრემიერ-მინისტრის 2 კანდიდატურა, კენჭი ეყრება ორივე კანდიდატურას. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამ პუნქტით დადგენილი წესით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარუდგენლობა ნიშნავს უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას.
  3. პრეზიდენტი უფლებამოსილია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში წამოაყენოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ან უარი განაცხადოს ამ კანდიდატურის წამოყენებაზე. თუ პრეზიდენტი წამოაყენებს პარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. თუ პრეზიდენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარს განაცხადებს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენებაზე, პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა კენჭს უყრის პრეზიდენტისათვის პრემიერ-მინისტრის იმავე კანდიდატურის წარდგენას. თუ წარდგენას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი, პრეზიდენტი ვალდებულია 3 დღის ვადაში წამოაყენოს მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
5. პარლამენტის მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად, რაც იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას. ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა დანიშვნა ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
6. პარლამენტის მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 
მუხლი 811 (6.02.2004 N3272) 
1. პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.
2. პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 812(6.02.2004.N3272) 
1. სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი კანონის, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებას.
3. სახელმწიფო მინისტრი ინიშნება კონსტიტუციით დადგენილი წესით განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
4. მთავრობის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, დააფუძნოს საწარმო, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს რაიმე სხვა საქმიანობიდან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობისა.
5. მთავრობის წევრი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან.               

მუხლი 813  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონით.
3. სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 
მუხლი 814  (10.10.2008 N344) 
პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. 
თავი მეხუთე 
სასამართლო ხელისუფლება 
მუხლი 82 
1. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.
2. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
3. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.
5. საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. (6.02.2004.N3272) 
მუხლი 83 
1. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით.
2. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა დადგენილია ორგანული კანონით. (27.12.2006 N4133)
3. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარ პირობებში და მხოლოდ საერთო სასამართლოს სისტემაში.
4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.  
მუხლი 84 
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
4. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
5. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. 
მუხლი 85 
1. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
2. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ენის შესწავლისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. 
მუხლი 86 
1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2. მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
3. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.  (27.12.2005 N 2496) 
მუხლი 861    (27.12.2006 N4133 ამოქმედდეს ორგანული კანონით შესაბამისი საკითხების მოწესრიგების შემდეგ) 
1. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. 
მუხლი 87 
1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.  
მუხლი 88 
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისაგან. სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, 3 წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევის, დანიშვნისა და არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით.  (27.12.2005 N 2496)
5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. 
მუხლი 89 
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით:  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
 ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე; (6.02.2004.N3272)
ბ) იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;
გ) იხილავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს;
დ) იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის)  კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;  (27.12.2005 N 2496)
ე) იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს;
ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით;  (27.12.2005 N 2496)
1) იხილავს დავას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე; (01.07.2004 N 306)
2) თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით; (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან; (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ზ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.  
მუხლი 90 
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობისა და უზენაესი სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ხელშეუხებელი არიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. 
მუხლი 91 ამოღებულია  (6.02.2004.N3272) 
თავი მეექვსე 
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი 
მუხლი 92 
1. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით. 
მუხლი 93 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
2. მთავრობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვისა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 თვისა.
3. მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
4. თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას 3 თვის განმავლობაში, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.
41. თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად და გაგრძელდება კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. თუ პარლამენტი იმავე მუხლის                   მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადაში უნდობლობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. (04.10.2013. N1456)
5. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
6. საჯარო სახსრების ხარჯვას პარლამენტი აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით. (22.05.2012. N6240)
7. ხანგრძლივი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები დგინდება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობის დროს ზღვრებისაგან გადაცდენის შემთხვევები, ასევე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ორგანული კანონით. (15.12.2010. N4033 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. 
მუხლი 94 
1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
2. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
3. გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
          4. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. (15.12.2010. N4033 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)
          5. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. (15.12.2010. N4033 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.) 
მუხლი 95 
1. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამოღებულია (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.
4. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება კანონით. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს. 
მუხლი 96 
1. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.(15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
მუხლი 97 
1. საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. (22.05.2012. N6239 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის ავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით. (22.05.2012. N6239 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
3. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ − თავისი საქმიანობის ანგარიშს.  (22.05.2012. N6239 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით. (22.05.2012. N6239 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
5. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.  
თავი მეშვიდე 
სახელმწიფოს თავდაცვა 
მუხლი 98 
1. თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები.
3. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით - პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 
მუხლი 99 
1. სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. 
მუხლი 100 (6.02.2004.N3272) 
1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.
2. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.             
მუხლი 101 
1.     საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.
2.     ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის
მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.  

თავი მეშვიდე1
ადგილობრივი თვითმმართველობა  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 1011  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ირჩევენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები. 
მუხლი 1012  (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
1. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით.
2. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
3. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.
4. სახელმწიფო ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დასაშვებია საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით, რომელთა ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება კანონით. 
მუხლი 1013 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 
1. ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები.
2. თვითმმართველი ერთეულის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და დელეგირებული უფლებამოსილებების ჯეროვანი განხორციელება. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება მისი მიზნების პროპორციულად. 
თავი მერვე 
კონსტიტუციის გადასინჯვა 

მუხლი 102 
1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:
ა)ამოღებულია (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)
ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;
გ) არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. (27.12.2011. N5630 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
   4. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.  
მუხლი 103 
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.  
თავი მეცხრე 
გარდამავალი დებულებები 
მუხლი 104 
1. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში შედის საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
2. კონსტიტუციის 49-ე, 50-ე და 70-ე მუხლები ძალაში შედის კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე. 

მუხლი 1041    (23.02.2005 N 1010) 
1. კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტი და 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანისთანავე.  
  2. 2004 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მისი შემადგენლობა, აგრეთვე ფრაქციის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ამ პარლამენტის არჩევნების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მაისში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. (11.03.2008 N 5833) 
მუხლი 1042  (24.09.2009 N 1675)  
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღუდგეთ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი, და რომლებიც აღნიშნულზე თანხმობას განაცხადებენ 2010 წლის 1 იანვრამდე. 
მუხლი 1043     (12.02.2010 N 2565) 
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.
2. ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
4. ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების ამ მუხლთან შესაბამისობას. 
მუხლი 1044  (22.05.2012. N6238) 
1. 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები. 
მუხლი 105 
1. 1995 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ინიციატივა დადასტურებულია 50000 ხელმოწერით მაინც, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისათვის.
2. პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდება ერთიანი პარტიული სიით.
3. პოლიტიკურ გაერთიანებას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს დეპუტატობის ის კანდიდატიც, რომელიც იმავდროულად მის პარტიულ სიაშია.
4. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ კენჭისყრის მონაწილეთა არანაკლებ ერთი მესამედისა.
5.პირველ ტურში თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგის მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს.
6. ეს მუხლი ძალაში შედის კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე. 
უხლი 106 
1. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
2. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფენ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას, კონსტიტუციასთან და კანონებთან მათ შესაბამისობას.
3. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანული კანონები, ან დაადასტუროს ამ სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მართლზომიერება.  
მუხლი 107
1. კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა.
2. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევა შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო საკანონმდებლო აქტების მიღების შემდეგ.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი მიღებულ უნდა იქნეს 1996 წლის 1 თებერვლამდე. 
მუხლი 108
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტში სათანადო ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანა გამონაკლისის წესით დასაშვებია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების გარეშ





 შესაბამისი წესით მიღებულ კონსტიტუციას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
2. საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხელს აწერენ კონსტიტუციის ტექსტს. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში ტექსტი ღიად უნდა ინახებოდეს საქართველოს ყველა ადგილობრივი ორგანოს შენობაში, რათა მოსახლეობა გაეცნოს მის შინაარსს.


 საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ბავშვის უფლებათა კონვენცია

რეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები
მიიჩნევენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული პრინციპების შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თანასწორი და ხელშეუვალი უფლებების აღიარება არის დედამიწაზე თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველი,
მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა წესდებაში ცხადყვეს თავიანთი ერთგულება ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მეტი თავისუფლების პირობებში ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას,
აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში გამოაცხადა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება განურჩევლად ისეთი ნიშნებისა, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსი, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა ვითარებანი,
ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ბავშვთა უფლება, განსაკუთრებული მზრუნველობით იყვნენ გარემოსილნი,
დარწმუნებული არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი,
აღიარებენ რა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში,
მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით,
მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით,
მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ”,
ეყრდნობიან რა დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას, განსაკუთრებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა აღსაზრდელად გადაცემისა და შვილად აყვანისას, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციისეულ მინიმალურ სტანდარტულ წესებს (“პეკინის წესები”), განსაკუთრებულ ვითარებაში და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ დეკლარაციას,
აღიარებენ რა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას,
სათანადოდ ითვალისწინებენ რა ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას,
აღიარებენ რა ყველა ქვეყანაში, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
მუხლი 2
1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
მუხლი 3
1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
მუხლი 4
მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.
მუხლი 6
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის
ხელშეუხებელი უფლება.
2. მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
მუხლი 7
1. ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე,
რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.
2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.
მუხლი 8
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა.
2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.
3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
4. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორება გამომდინარეობს მონაწილე სახელმწიფოთა რომელიმე გადაწყვეტილებიდან, ანუ როცა საქმე ეხება, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრებას, გასახლებას, დეპორტაციას ან სიკვდილს (მოცემული პირის სახელმწიფო გამგებლობაში ყოფნისას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ჩათვლით),
მონაწილე სახელმწიფო ასეთ მშობლებს, ბავშვს ან, თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით აძლევს აუცილებელ ინფორმაციას ოჯახიდან წასული წევრის/წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, თუ ამ ინფორმაციის მიცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნა თავისთავად არ იწვევდეს შესაბამისი პირისათვის (პირთათვის) არასასურველ შედეგებს.
მუხლი 10
1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით თავის თავზე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლის განცხადება ოჯახის გამთლიანების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან გასვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად და ოპერატიულად. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენას არ მოჰყვეს არასასურველი შედეგები განმცხადებლის ან მათი ოჯახის წევრებისათვის.
2. ბავშვს, რომლის მშობლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება გააჩნია, განსაკუთრებული ვითარების გარდა, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პატივს სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფლებას დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციაში აღიარებულ სხვა უფლებებთან.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს ბავშვთა უკანონოდ გადაადგილების ან საზღვარგარეთ მათი უკანონოდ დატოვების წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადებას ან მოქმედ შეთანხმებებთან შეერთებას.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან,
ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.
2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13
1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.
2. ამ უფლების განხორციელება, შესაძლოა, ერთგვარად შეიზღუდოს, მაგრამ ეს შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული და აუცილებელი უნდა იყოს:
ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;
ბ) სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს.
3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს ასოციაციებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებით.
2. მოცემული უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც დაწესდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც) ინტერესებისათვის, ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
მუხლი 16
1. არც ერთი ბავშვი
არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.
2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.
მუხლი 17
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალებისა, რომლებიც მიმართულია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისაკენ, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები -
ა) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელების წახალისებას, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით და გამოხატავს 29-ე მუხლის სულისკვეთებას;
ბ) ახდენენ საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა კულტურული, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ამგვარი ინფორმაციისა და მასალების მომზადების, გაცვლისა და გავრცელების მიზნით;
გ) ახდენენ საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების წახალისებას.
დ) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წახალისებას, რათა მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ბავშვის ენობრივ მოთხოვნილებებს, რომელიც მიეკუთვნება რომელიმე უმცირესობის ჯგუფს ან მკვიდრ მოსახლეობას;
ე) ახდენენ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისებას, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის, მე-13 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის
შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
2. წინამდებარე კონვენციაში გამოკვეთილ უფლებათა განხორციელების გარანტიის შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები სათანადო დახმარებას უწევენ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებათა ქსელის განვითარებას.
3. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ღებულობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებითა და დაწესებულებებით, რომელთაც ბავშვთა მოვლა-პატრონობა ეკისრებათ.
მუხლი 19
1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.
2. დაცვის ასეთი ღონისძიებები აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს ეფექტურ პროცედურებს სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის იმ მიზნით, რათა აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს და იმ პირებს, ვინც მასზე ზრუნავს, აგრეთვე ხელი შეუწყონ ბავშვთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულების ზემოთაღნიშნული გამოვლინებების თავიდან აცილების, წინასწარი გამომჟღავნების, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - სასამართლო პროცედურის აღძვრას.
მუხლი 20
1. ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას.
3. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, მუსლიმანური სამართლის “კაფალას”, შვილად
აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისათვის მოწოდებულ შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას. მზრუნველობის ფორმის შეცვლის ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.
მუხლი 21
მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ან თანხმდებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები გათვალისწინებული იქნეს უწინარეს ყოვლისა, და ისინი:
ა) უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის შვილად აყვანის ნებართვას იძლეოდეს მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც სათანადო კანონებისა და პროცედურების შესაბამისად და საქმესთან დაკავშირებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლებთან, ნათესავებთან და კანონიერ მეურვეებთან მიმართებაში ბავშვის სტატუსის გათვალისწინებით და რომ, თუ ეს საჭიროა, დაინტერესებული პირები შეგნებულად დათანხმდნენ შვილად აყვანას ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, როგორიც შეიძლება აუცილებელი იყოს;
ბ) აღიარებენ, რომ შვილად აყვანა სხვა ქვეყანაში შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი არ შეიძლება აღსაზრდელად გადაეცეს ან შეუერთდეს ოჯახს, რომელიც შეძლებდა უზრუნველეყო მისი აღზრდა ან შვილად აყვანა და თუ იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვი დაიბადა, შეუძლებელია მისი შესაფერისი რამენაირი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში არსებობდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, როგორიც არსებობს ქვეყნის შიგნით შვილად აყვანის დროს;
დ) იღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა ქვეყანაში შვილად აყვანის დროს ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს არ მიეცეთ გაუმართლებელი ფინანსური მოგების მიღების საშუალება;
ე) აუცილებელ შემთხვევაში ხელს უწყობენ წინამდებარე მუხლის მიზნების მიღწევას ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ცდილობენ ამ საფუძველზე უზრუნველყონ, რომ ბავშვის მოწყობა სხვა ქვეყანაში ხორციელდებოდეს კომპეტენტური ხელისუფლების ან ორგანოების მიერ.
მუხლი 22
1. მონაწილე სახელმწიფოები აუცილებელ ზომებს იღებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა, რომელსაც სურს მიიღოს ლტოლვილის სტატუსი
ან რომელიც შესატყვისი საერთაშორისო ან საშინაო სამართლისა და პროცედურების ძალით ითვლება ლტოლვილად და რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს მშობლები ან ნებისმიერი სხვა პირი, ისარგებლოს სათანადო დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით წინამდებარე კონვეციაში და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ იმ სხვა საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ დოკუმენტებში აღიარებული უფლებების გამოყენებისას, რომელთა მონაწილენი არიან აღნიშნული სახელმწიფოები.
2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, როცა ამას აუცილებლად მიიჩნევენ, ხელს უწყობენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და იმ სხვა კომპეტენტური სამთავრობათაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, რომლებიც თანამშრომლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, დაიცვან ასეთი ბავშვი, დაეხმარონ მას და მოძებნონ ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლები თუ ოჯახის სხვა წევრები, რათა მიიღონ მისი ოჯახთან შეერთებისათვის აუცილებელი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა არ ხერხდება მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნა, მაშინ ბავშვი, როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია, უზრუნველყოფილია ისეთივე დაცვით, როგორითაც სხვა ნებისმიერი ბავშვი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით მოკლებულია ოჯახურ გარემოს.
მუხლი 23
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უნარშეზღუდული ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით და სათანადო რესურსების არსებობის პირობებში, ახალისებენ და უზრუნველყოფენ ამ უფლების მქონე ბავშვისათვის და მის მიმართ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის ისეთი დახმარების გაწევას, როგორსაც ითხოვდნენ და რომელიც შეესაბამება ბავშვისა და მისი მშობლების, ან იმ სხვა პირთა მდგომარეობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვზე მზრუნველობას.
3. უნარშეზღუდული ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებათა აღიარების ნიშნად, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დახმარება, მშობლებისა და ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად უფასოა, და მიზნად ისახავს უნარშეზღუდულ ბავშვს მისცეს იმის ეფექტური შესაძლებლობა, რომ მან ისარგებლოს საგანმანათლებლო, სამედიცინო, ჯანმრთელობის აღმდგენი, პროფესიული და შრომითი საქმიანობისათვის
საჭირო მომსახურებით და დასვენების საშუალებებით, რაც ბავშვს მაქსიმალურად სრულად ჩართავს სოციალურ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მისი პიროვნების განვითარებას, რაც კულტურული და სულიერი თვალსაზრისით მის ზრდასაც მოიცავს.
4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას უნარშეზღუდული ბავშვების პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, სათანადო რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდებზე ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმისათვის, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა გაიფართოვონ ამ დარგში თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
მუხლი 24
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით.
2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მოცემული უფლების სრულ განხორციელებას და, კერძოდ, აუცილებელ ზომებს იღებენ:
ა) ჩვილთა სიკვდილიანობის დონისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისათვის;
ბ) ყველა ბავშვისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ უპირატესი ყურადღება დაეთმოს პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების გაწევას;
გ) დაავადებებთან და შიმშილობასთან ბრძოლისათვის, მათ შორის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ფარგლებში, ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიისა და საკმაო სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;
დ) დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გაწევისათვის;
ე) საზოგადოების ყველა ფენის, კერძოდ, მშობლებისა და ბავშვებისათვის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ძუძუთი კვების უპირატესობების გაცნობის უზრუნველყოფისათვის, ჰიგიენის, ბავშვის საცხოვრებელი გარემოს სანიტარიის დაცვისა და უბედური
შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე მათთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის გამოყენებაში დახმარების გაწევისათვის;
ვ) პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის დაგეგმვის სფეროში საგანმანათლებლო მუშაობის გაშლისა და მომსახურების განვითარებისათვის.
3. მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.
4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და განავითარონ იგი მოცემულ მუხლში აღიარებული უფლების სრული განხორციელების თანდათანობით მიღწევისათვის. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
მუხლი 25
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით სამეურვეოდ გამწესებული ბავშვის უფლებას, იყოს დაცული და ისარგებლოს ფიზიკური თუ ფსიქიკური მკურნალობით; აღიარებენ ბავშვის უფლებას, პერიოდულად ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის და მის მიმართ ასეთ მეურვეობასთან დაკავშირებული სხვა პირობების შეფასება.
მუხლი 26
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას, ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის ყველა სიკეთით, სოციალური დაზღვევის ჩათვლით, და აუცილებელ ზომებს იღებენ ამ უფლების სრული განხორციელებისათვის თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ეს შეღავათები ბავშვს ეძლევა აუცილებლობისამებრ, მისი და მის რჩენაზე პასუხისმგებელ პირთა რესურსებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე ბავშვის მიერ ან მისი სახელით ამ შეღავათების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოსაზრების გათვალისწინებით.
მუხლი 27
1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
3. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
4. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ახორციელებენ იმისათვის, რათა უზრუნველყონ მშობლების, ან ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა პირთა მიერ ბავშვის რჩენის აღდგენა, როგორც მონაწილე სახელმწიფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, თუ ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოში, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებას ან ასეთი ხელშეკრულებების დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევას.
მუხლი 28
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით განხორციელების მიზნით ისინი, კერძოდ:
ა) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;
ბ) ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ ხელმისაწვდომობას და ღებულობენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო განათლების შემოღება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა;
გ) ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ყველასათვის თითოეულის უნარის შესატყვისად;
დ) უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის;
ე) ღებულობენ ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და სკოლიდან განთესილ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინის დაცვა იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემასა და წინამდებარე კონვენციას ეფუძნება.
3. მონაწილე სახელმწიფოები ახალისებენ და ავითარებენ საერთაშორისო თანამშრომლობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება განათლებას, კერძოდ, მთელ მსოფლიოში უმეცრებისა და წერა-კითხვის უცოდინარობის
ლიკვიდაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
მუხლი 29
1. მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს:
ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისაკენ;
ბ) ბავშვისათვის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში განცხადებული პრინციპებისადმი პატივისცემის გაღვივებისაკენ;
გ) ბავშვისათვის თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის, ენის და ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისაკენ; ბავშვის აღზრდისაკენ იმ ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, რომელშიც ის ცხოვრობს, ასევე იმ ქვეყნისა, საიდანაც იგი არის წარმოშობით; ბავშვის პატივისცემის გაღვივებისაკენ მისი საკუთარი ცივილიზაციისაგან განსხვავებული ცივილიზაციისადმი;
დ) თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული ცხოვრებისათვის მომზადებისაკენ;
ე) გარემოსადმი პატივისცემის სულისკვეთებით ბავშვის აღზრდისაკენ.
2. წინამდებარე ან 28-ე მუხლის არც ერთი ნაწილი არ ზღუდავს ცალკეული პირებისა და ორგანოების თავისუფლებას, შექმნან სასწავლო დაწესებულებები და უხელმძღვანელონ მათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრინციპების მუდმივი დაცვისა და იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ ნორმებს.
მუხლი 30
იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები ან პირები, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნებიან, ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობას ან მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნება, არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე გამოიყენოს მშობლიური ენა.
მუხლი 31
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და ახალისებენ ბავშვის უფლებას, ყოველმხრივი მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში, ხელს უწყობენ მისთვის სათანადო და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, თავისუფალი დროით სარგებლობისა და დასვენებისათვის.
მუხლი 32
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომებს, ატარებენ ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა განხორციელდეს წინამდებარე მუხლი. ამ მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ:
ა) ადგენენ სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს;
ბ) განსაზღვრავენ სამუშაო დღის ხანგრძლივობასა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ აუცილებელ მოთხოვნებს;
გ) ითვალისწინებენ სასჯელის შესაბამის სახეობებს ან სხვა სანქციებს წინამდებარე მუხლის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 33
მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ზომების ჩათვლით, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ხმარებისაგან და არ დაუშვან ბავშვების გამოყენება ამ ნივთიერებათა კანონსაწინაამღდეგო წარმოებაში ან ვაჭრობაში.
მუხლი 34
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ცდუნების ყველა ფორმისაგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ორმხრივ და მრავალმხრივ ეროვნულ დონეებზე ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ:
ა) ბავშვის დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებაზე ან ბავშვის იძულება, მონაწილეობდეს ასეთ ქმედებაში;
ბ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში;
გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში.
მუხლი 35
მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ ბავშვთა მოტაცება, ბავშვებით ვაჭრობა ან მათი კონტრაბანდა ნებისმიერი მიზნებით და ნებისმიერი ფორმით.
მუხლი 36
მონაწილე სახელმწიფოები ბავშვს იცავენ ექსპლუატაციის ყველა სხვა ფორმისაგან, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობის ნებისმიერ ასპექტს.
მუხლი 37
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
ა) არც ერთი ბავშვი არ იყოს წამების, საერთოდ, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. არც სიკვდილით დასჯა, არც მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს;
ბ) არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
გ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ეპყრობოდნენ ჰუმანურად და პიროვნების განუყრელი ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებები. კერძოდ, ყ
ოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს ჰქონდეს უფლება,
კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრების ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით;
დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყონებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება, გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყონებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი პროცესუალური ქმედების თაობაზე.
მუხლი 38
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს მათ მიმართ ძალის მქონე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ბავშვებთან დაკავშირებულ ნორმებს და უზრუნველყონ მათი დაცვა.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა უზრუნველყონ, რომ 15 წელს მიუღწეველი პირები პირდაპირ არ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში.
3. მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ყველა იმ პირის გაწვევისაგან, რომელთაც არ მიუღწევიათ 15 წლის ასაკისათვის. 15 წელს გადაცილებულ იმ პირთა გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ შეარჩიონ უფრო ასაკოვანი პირები.
4. შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინაშე თავისი ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები მოვალენი არიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილ ბავშვთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 39
მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას იღებენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც ნებისმიერი სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან ბოროტად გამოყენების, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, სასჯელის ან შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლია. ასეთი გაჯანსაღება და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გრძნობის შენარჩუნების უზრუნველმყოფ პირობებში.
მუხლი 40
1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.
2. ამ მიზნით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ:
ა) არც ერთი ბავშვი არ ითვლებოდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, მას ბრალად არ დაედოს მისი დარღვევა და ის არ იქნეს აღიარებული დამნაშავედ იმ ქმედების ან არქმედების მიზეზით, რომლებიც მათი ჩადენის დროს არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით;
ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ან ბრალი ედება მის დარღვევაში, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები:
I) უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი დანაშაული არ იქნება დამტკიცებული კანონის შესაბამისად;
II) მისი დაუყოვნებელი და უშუალო ინფორმირება - აუცილებლობის შემთხვევაში კი ინფორმირება მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით - მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ და სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარების მიღება თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის;
III) კომპეტენტური, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებული ორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ სამართლიანი განხილვის შედეგად განსახილველ საკითხზე დაუყოვნებელი გადაწყვეტილების მიღება კანონის თანახმად, ადვოკატის ან სხვა შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუკი ეს არ ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, მისი ასაკის ან მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით;
IV) იმისაკენ მიმართული ძალდატანებისაგან თავისუფლება, რომ ბავშვმა მოწმის სახით მისცეს ჩვენება ან აღიაროს დანაშაული; ბრალდების მოწმეთა ჩვენებების შესწავლა ან დამოუკიდებლად, ან სხვა პირთა დახმარებით და დაცვის მოწმეთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობისა და მათი ჩვენებების შესწავლის უზრუნველყოფა;
V) თუ ითვლება, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ზემდგომი კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული ორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ კანონის თანახმად
შესაბამისი გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ღონისძიების ხელახალი განხილვა;
VI) თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვს არ ესმის გამოყენებული ენა ან ვერ ლაპარაკობს ამ ენაზე;
VII) მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა საქმის გარჩევის ყველა სტადიაზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ბავშვებთან უშუალო დამოკიდებულების მქონე კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების ჩამოყალიბებას, რომლებმაც, როგორც ითვლება, დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან აღიარებული არიან მის დამრღვევებად და, კერძოდ:
ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის მიღწევამდეც, როგორც ითვლება, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი;
ბ) როცა ეს აუცილებელი და სასურველია, ასეთი ბავშვების მიმართ ზომების მიღებას სასამართლო განხილვის გარეშე, ადამიანის უფლებათა და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვით;
4. აუცილებელია ისეთი სხვადასხვაგვარი ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა, მეურვეობისა და მეთვალყურეობის დებულება, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამები და მოვლის ისეთი ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლას შეიძლება შეენაცვლოს. Aამ ღონისძიებათა მიზანია ბავშვისადმი იმგვარი მოპყრობის უზრუნველყოფა, როგორიც შეესაბამება ბავშვის კეთილდღეობის ინტერესებს, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხასიათს.
მუხლი 41
წინამდებარე კონვენცია არ აბრკოლებს იმგვარ დებულებათა განხორციელებას, რომლებიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა რეალიზაციას და შეიძლება დაფიქსირებული იყოს:
ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონში;
ან
ბ) მოცემული სახელმწიფოს მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებში.
ნაწილი II
მუხლი 42
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, სათანადო და ქმედითი საშუალებების გამოყენებით ფართო ინფორმაცია მიაწოდონ როგორც
მოზრდილებს, ასევე ბავშვებს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების თაობაზე.
მუხლი 43
1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით ფუძნდება ბავშვის უფლებების კომიტეტი, რომელიც ასრულებს ქვემოთ მითითებულ ფუნქციებს.
2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებსაც აქვთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და კომპეტენტურად არიან აღიარებულნი წინამდებარე კონვენციით მოცულ
სფეროში. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთა შორის და ისინი წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელ პიროვნებათა სტატუსით, ამასთან, ყურადღება მახვილდება სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებაზე, აგრეთვე ძირითად სამართლებრივ სისტემებზე.
3. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ წამოყენებულ, სიაში შეტანილ პირთაგან ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს ერთი პირი თავისი მოქალაქეებიდან.
4. კომიტეტში პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, შემდგომ კი - ორ წელიწადში ერთხელ. ყოველ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მაინც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით და სთავაზობს მათ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. შემდეგ გენერალური მდივანი ანბანის რიგის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული ყველა კანდიდატის სიას, მიუთითებს რა მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც წამოაყენეს ეს პირები, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.
5. არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე, რომელიც მოიწვევა გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ თათბირზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი ქმნის ქვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
6. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხწლიანი ვადით. მათ აქვთ უფლება, ხელახლა იქნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება ორწლიანი პერიოდის ბოლოს; პირველი არჩევნებისთანავე ამ ხუთ წევრს წილისყრით განსაზღვრავს თათბირის თავმჯდომარე.
7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ან თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია შეასრულოს კომიტეტის წევრის მოვალეობები, ამ წევრის წამომყენებელი მონაწილე სახელმწიფო თავის მოქალაქეთაგან დარჩენილი ვადისათვის ნიშნავს სხვა ექსპერტს, კომიტეტის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში.
8. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.
9. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით.
10. კომიტეტის სესიები, როგორც წესი, ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი, თავის სესიებს ატარებს ყოველწლიურად. კომიტეტის სესიების ხანგრძლივობა განისაზღვრება და აუცილებლობის შემთხვევაში იცვლება წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე გენერალური ასამბლეის თანხმობით.
11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოყოფს აუცილებელ პერსონალსა და მატერიალურ საშუალებებს, რათა კომიტეტმა, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ეფექტურად განახორციელოს თავისი ფუნქციები.
12. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაფუძნებული კომიტეტის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან ღებულობენ გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებულ ანაზღაურებას გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 44
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ კონვენციით განმტკიცებულ უფლებათა დამკვიდრებისა და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით:
ა) მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში;
ბ) ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში;
2. წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილ მოხსენებებში მითითებულია ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთი არსებობს, რომლებიც ზემოქმედებს ამ კონვენციის ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები აგრეთვე შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რათა კომიტეტისათვის სრულიად გასაგები იყოს, როგორ მოქმედებს კონვენცია მოცემულ ქვეყანაში.
3. მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც კომიტეტს წარუდგენს ყოვლისმომცველ პირველად მოხსენებას, არ სჭირდება წინამდებარე მუხლის 1ბ პუნქტის მიხედვით წარდგენილ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე გადმოცემული ძირითადი ინფორმაცია.
4. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.
5. მოხსენებები კომიტეტის საქმიანობის შესახებ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით ორ წელიწადში ერთხელ წარედგინება გენერალურ ასამბლეას.
6. მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყოფენ თავიანთი მოხსენებების ფართო საჯაროობას.
მუხლი 45
კონვენციის განხორციელებისათვის ეფექტური ხელშეწყობისა და წინამდებარე კონვენციით მოცულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს უფლება აქვთ წარმოდგენილნი იყვნენ წინამდებარე კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების შესახებ საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათ უფლებამოსილებაში შედის. მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნა კონვენციის განხორციელების თაობაზე იმ სფეროებში, რომლებიც შედის მათი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს სთხოვოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის;
ბ) მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტი სპეციალიზებულ დაწესებულებებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნის მონაწილე სახელმწიფოების ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეიცავს თხოვნას ტექნიკური კონსულტაციის ან დახმარების შესახებ, ან მიუთითებს მის საჭიროებაზე, აგრეთვე კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს მსგავსი თხოვნისა და მითითებების თაობაზე.
გ) კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გენერალურ ასამბლეას, წინადადება მისცეს გენერალურ მდივანს, რათა მან ასამბლეის სახელით ჩაატაროს კვლევა ცალკული საკითხების შესასწავლად, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.
დ) კომიტეტს შეუძლია წარადგინოს წინამდებარე კონვენციის 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები. ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ნებისმიერ დაინტერესებულ
მონაწილე სახელმწიფოს და ეცნობება გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოთა შენიშვნებთან ერთად, თუკი ასეთი რამ არსებობს.
ნაწილი III.
მუხლი 46.
წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოსაწერად.
მუხლი 47
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 48.
წინამდებარე კონვენცია ღიაა მასთან ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთებისათვის. დოკუმენტები შეერთების შესახებ ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 49.
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მას შეუერთდება მეოცე
სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 50.
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და წარდგენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის. ამის შემდეგ გენერალური მდივანი შესწორებას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით - მიუთითონ, მხარს უჭერენ თუ არა ამ წინადადების განსახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების თუნდაც ერთი მესამედი მაინც მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე
სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად წარედგინება გენერალურ ასამბლეას.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მომცველი უმრავლესობის მიერ მისი მიღების შემდეგ.
3. შესწორება ძალაში შესვლისთანავე ხდება სავალდებულო იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის კი სავალდებულო რჩება წინამდებარე კონვენციის დებულებები და ნებისმიერი წინა შესწორება, რომელიც მათ მიერ არის მიღებული.
მუხლი 51.
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღებულობს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შენიშვნების ტექსტს.
2. არ დაიშვება შენიშვნა, რომელიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან.
3. შენიშვნების მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც შემდეგ ამის თაობაზე აცნობებს ყველა სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან.
მუხლი 52.
ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
მუხლი 53.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად.
მუხლი 54.
წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

რის დასამოწმებლადაც ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.





〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄






საქართველოს კანონიოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობისმსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც
დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და
აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების
გარანტიებს.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით შექმნას მათი
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები;
ბ) შექმნას ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები ოჯახში ძალადობის
გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის;
გ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობა;
დ) შექმნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის საფუძვლები;
ე) უზრუნველყოს თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ოჯახში
ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
(მუხლი 2. კანონის მიზანი (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის,
ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის
უზრუნველყოფა;
ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის
ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის
საფუძვლების შექმნა;
ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის
უზრუნველყოფა.)
მუხლი 3. ოჯახში ძალადობა
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის
კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური,
ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება,
თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს
ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის
დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან
სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს
ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის
შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის
მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება
არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით,
საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის,
საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში
არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების
შეზღუდვას;
ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური,
ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება;
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე,
შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი,
და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე,
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე;
(ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური,
ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც
მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების
ჯგუფმა); (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე,
შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები,
მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის
მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან))
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ,
ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა
წევრის მიმართ;
ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი
ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება
მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და
სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის
ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;
კ) სარეაბილიტაციო ცენტრი – მოძალადის დროებითი განთავსების ადგილი,
რომელიც ემსახურება მოძალადის რეაბილიტაციას, კრიზისულ ინტერვენციასა და
სამედიცინო დახმარებას და იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ.
(კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც
მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს
2010 წლის 1 აპრილიდან))
ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და
მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება
ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ
სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში
პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის
სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ
მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების
სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და
სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო
მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან)
მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ
არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით
მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს). (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს
კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს,
ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II
ოჯახში ძალადობის პრევენცია
მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ,
ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც
მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან
აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის
სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და
ადაპტაციისაკენ.
2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს
და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და
განხორციელებას.
3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:
ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში
ძალადობის მიზეზებია;
ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის
ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;
გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც
ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში
ჩადენილი აქვთ ძალადობა;
ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა
ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების,
ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების
შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და
ურთიერთვალდებულებებს;
ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის,
მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ
ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;
ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა
და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური
საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას;
(ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის
დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო
ღონისძიებების განხორციელებას; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ
ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.
მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელება
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო
ორგანოები.
2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას
შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში
ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე
დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი
პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.
მუხლი 8. სოციალური მომსახურება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ
მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელებისთვის.
2. სოციალური მომსახურება მოიცავს:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების
დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;
ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის
ღონისძიებების განხორციელებას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ
პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების
დაძლევაში ხელშეწყობას;
დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების
აღსრულების მონიტორინგს;
ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური
რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
თავი III
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის
მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება
სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ
ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის
შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ
სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების
გამოყენებით.
(4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება
შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ
სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა
შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
ნორმების გამოყენებით. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის
უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული
მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით,
შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის)
მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც
განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის
დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს
სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირს აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
(2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს
(მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული
აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
(28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის
მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის
შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და
რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება
სასამართლოს.
4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
(4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული
მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან))
მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე
მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს
სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ
ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
(მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი
ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს
სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის
მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.)
მუხლი 12. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების
კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს განსაზღვრავს
სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია
ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვის ვადით, თუ
არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. დამცავი ორდერის მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა
შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსათვის
მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტითა
და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
(მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა (28.12.2009
N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების
კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს
სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია
ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს
საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს
მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით,
სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ
მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან
დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24
საათის განმავლობაში.)
მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს
მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების
გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების
მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა,
განსაკუთრებით – ბავშვის ინტერესებს.
(მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების
გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების
მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა,
განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.)
თავი IV
ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის
დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები
მუხლი 14. ბავშვის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან
1. ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა უპირობო
საფუძველია იმისა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისვას მოძალადე
მშობლისაგან მისი განცალკევების საკითხი. სასამართლო საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერით
არეგულირებს მოძალადე მშობლისაგან ბავშვის განცალკევების საკითხს.
2. ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში
სასამართლო განიხილავს ბავშვთან მოძალადე მშობლის ურთიერთობის საკითხს.
3. ბავშვის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას
გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის
წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის.
დაუშვებელია მშობლებისათვის ბავშვის ერთობლივი მეურვეობის უფლების
დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის
საფუძვლიანი ვარაუდი.
(მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე
მშობლისაგან/მშობლებისაგან (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან)
1. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით
სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს
არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს.
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე
შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე
მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას
გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის
წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის
ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე
ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის
მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო
ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან
მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და
თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.)
მუხლი 15. ბავშვის მოტაცების თავიდან აცილებისა და
სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის
მიერ ბავშვის მონახულების ვადებს. მშობელს ბავშვის მონახულების უფლება
შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება
უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის მონახულების
ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც
პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.
2. თუ ბავშვის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება
მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული
შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება,
შეუძლია მიმართოს სასამართლოს ბავშვის მონახულების პირობების შეცვლის
მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების
რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს
შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.
(მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა
სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010
წლის 1 აპრილიდან)
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის
მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს
არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა,
რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს,
პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია
არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.
2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის,
იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ
აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც
იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების
პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის
ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო
გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება
გარემოების შეცვლამდე.)
თავი V
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
სამართალწარმოების თავისებურებანი
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციას არა აქვს უფლება, ოჯახში
ძალადობის შემთხვევა მიიჩნიოს ნაკლებმნიშვნელოვნად ძალადობის სხვა
შემთხვევებთან შედარებით.
(1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის
მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს
კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან))
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია
ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად
იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ
კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის
აღსაკვეთად;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე,
მათ შორის, ბავშვი, რაც წერილობით უნდა დააფიქსიროს;
(ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო
მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით
უნდა დაფიქსირდეს; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების
შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს
მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი
ან/და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილას გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს
საცხოვრებელი ადგილიდან მისი პირადი ნივთების წამოღება;
(ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს
მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს
2010 წლის 1 აპრილიდან)
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი
საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან))
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის
ფაქტის შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი
ორდერი.
4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ
ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები
ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის,
მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა
მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული
რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე. (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მუხლი 161. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010
წლის 1 აპრილიდან)
1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო
ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური,
სასამართლო ორგანო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის
ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფი).
2. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ
საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის
სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ
მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი განსაზღვრულია
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის N665 ბრძანებულებით
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.
თავი VI
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და
შრომითი გარანტიები, მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებები
მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი
საცხოვრებელი (თავშესაფარი)
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი
უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა
უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ
დახმარებას.
2. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია,
თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ
სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (დებულებით),
რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი
რეაბილიტაციის წესს.
(3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (შინაგანაწესით),
რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი
რეაბილიტაციის წესს. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში
1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში
სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.
2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 2 თვემდე ვადით. საჭიროების
შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (დებულებით)
დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს
ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის
ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში,
თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს
სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში
მსხვერპლს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
(2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების
შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით)
დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს
ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის
ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში,
თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს
სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. (28.12.2009 N
2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების
შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. (28.12.2009 N
2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 181. კრიზისული ცენტრი (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან)
1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო
მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება
ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ
სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული
პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული
ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ
მინიმალურ სტანდარტებს.
მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ
მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური
მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი
გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები
მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის
უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე
არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო
ცენტრები. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს
სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ
სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას, მის
ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.
(მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.)
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს,
რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და
გაჯანსაღებისაკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან
ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის
განკურნებისა და რეაბილიტაციისაკენ და დაკავშირებულია ძალადობის შემდგომი
გამოვლინების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის შემდგომი უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი
განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.)
თავი VII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი
მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისიდან განსაზღვროს სოციალური მომსახურების
განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების
მომზადება.
(2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის
საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების
მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება
(სერტიფიცირება).(28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) )
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1
თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის
ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
4. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 4 თვის
ვადაში დაამტკიცოს სპეციალური გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში
ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
კონკრეტული ღონისძიებები.
(4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა. (28.12.2009 N 2507
ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) )
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე
არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის
თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან)
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა
და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის
ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან
დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აპრილიდან)
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის
მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
(28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1
ივლისამდე. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
N 3143-Iს








〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄







Комментариев нет:

Отправить комментарий