Страницы

შეფასების რუბრიკები

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

საგნის სწავლების შეფასების რუბრიკები

რეზენტაციის შეფასების რუბრიკა




მოსწავლის სახელი,გვარი








საინტერესო შესავალი(პრობლემის იდენტიფიცირება)
1






კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნრი
1






შემოქმედებითი უნარი
1






პრობლემის გადაჭრის გზები შეთავაზება
0






თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0






საუბარი (გამართულობა,ტემბრი)
1






თვალსაჩინოებების გამოყენება
0






აუდიტორიასთან კონტაქტი
1






ინფორმაციის ფლობის უნარი(ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1






დროის ლიმიტის დაცვა
0






ჯამი
6







  

ინდივიდუალური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ამ შემთხვევაში ცალ- ცალკე ყველა კრიტერიუმი ფასდება 0-2 ქულით.ჯამში ათი ქულა





მოსწავლის სახელი,გვარი
1.ჩართულობა
2







2.მსჯელობა სათანადო არგუმენტაციის გამოყენებით
1






3.კითხვებზე პასუხების გაცემა
2







4.ინფორმაციის მოძიება
1







5.დავალებების შესრულება
1







   ჯამი
7












რეფერატის შეფასების რუბრიკა

ამ შემთხვევაში მე-3 და მე-5 კრიტერიუმები ფასდება 0-2ქულით,ხოლო ყველა დანარჩენი 0 ან 1 ქულით.მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.

მოსწავლის სახელი,გვარი










1.მიზანი/თეზისი-კვლევის შედეგად გამოთქმული ძირითადი იდეა
1








2.რეფერატის ორგანიზება
1








3.შინაარსის კორექტულობა,ფაქტობრივი საიმედოობა
2








4.ენობრივი გამართულობა
0








5.კვლევა
2








6.ილუსტრაციები/თვლსაჩინოებები
1








7.შეთავაზებული მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება
1








8.დასკვნები
1








ჯამი
9












საკლასო მუშაობის შეფასების რუბრიკა




კრიტერიუმი

არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)





დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)

კარგი
    (3 ქულა)

ძალიან კარგი
(4 ქულა)
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.





იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.


აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
ქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში.
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
ყოველთვის
თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.






დისკუსიის შეფასების რუბრიკა

კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ ენიჭება შეაბამისი ქულა,ჯამდება ყველა კრიტერიუმში მიღებული ქულები და იყოფა ექვსზე


III დონე(8-10ქულა)

II დონე(5-7ქულა)
I დონე (1-4ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა,მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით,ჯესტებით,გამომეტყელებით,ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს ინტერესს.კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო
მცირე ინტერესი აქვს.არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან,ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში,ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით,ცნებებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით









პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა


ელემენტარული
1ქულა
მისაღები
2ქულა
ოსტატური
3ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი,ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები,მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული,არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი,რაც აბნევს მკითხველს /მსმენსლს.
გააზრებულია თანმიმდევრობა,ორგანიზების ნიშნებით,ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი,ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე,ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
გვხვდება ხშირი შეუსაბამო,მცდარი ინფორმაცია,შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი
ძირითადად კორექტულია,ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული,ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი,ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული,მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია,საცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,გამოყენებული წყარო არ არის სანდო,ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია,მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული ,შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული,ანალიზი მისაღებია
კვლევა სწორად არის დაგეგმილი,გამოყენებულია არა ერთი წყარო
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამო
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან არის,მაგრამ ერთფეროვანია,გამოიყენება მოძიებული და ჯგუფის მიერ შექმნილი
მრავალფეროვანი,შინაარსის შესატყვისი,აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედობითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა,სიახლე და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში,გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან,რაც მიუთითებს მრავალი მიმართულებიტ ჯგუფის კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე,ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებული მკაფიოდ
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა,არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პროექტის არსი
ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის არსი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.

Комментариев нет:

Отправить комментарий