Страницы

სოციალური პროექტი "ისწავლე,რომ გადაარჩინო"




სოციალური პროექტის გეგმა



პროექტის ავტორი

  მაია ყალიჩავა
ქალაქი,რაიონი,
სკოლა
წალენჯიხა,
წალენჯიხის N 5 საჯარო სკოლა
საფეხური/კლასი
მეორე საფეხური IX კლასი. მესამე( საშუალო) , X კლასი
საგანი
სამოქალაქო განათლება

პროექტის დასახელება

„ისწავლე ,რომ გადაარჩინო“

პროექტის განხორციელების დრო

4თვე (დეკემბერი- მარტი)
პრობლემის განსაზღვრა/აქტუალობა

18 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათის“ ხელმძღვანელობით ზუგდიდში,ტექნოპარკის შენობაში გაიმართა შეხვედრა.დაფუძნდა ახალგაზრდული ფორუმი.სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში დაიგეგმა ჯგუფური პროექტის განხორციელება.შეხვედრას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩართული პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები,USAID-ის წარმომადგენლები,ზუგდიდის მერია,ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.სევიკრიბეთ ხუთი სკოლის წარმომადგენლები.სამუშაო თემად ავირჩიეთ სოციალური სფერო და ჯანდაცვა.ჩვენ შევარჩიეთ ხუთივე სკოლისთვის საერთო პრობლემა და ეს გახლდათ პირველადი სამედიცინო დახმარება.აღმოჩნდა,რომ არც ერთ სკოლაში (ჭალეს 1საჯარო,წალენჯიხის მე-4 და მე-5 საჯარო,ჯვარის მე-3 საჯარო და ზუგდიდის მე-4 საჯარო) არ იყო სამედიცინო ოთახი და არც მედპერსონალი.ამიტომ გადავწყვიტეთ აწორედ ამ თემაზე გვემუშავა.სკოლისთვის შეგვეძინა მედიკამენტები.
პროექტის მიზანი/
მოსალოდნელი შედეგები
მიზანია მოსწავლეებში პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ცვევების დაუფლება,შეეძლოთ მარტივი ხერხებით დაზარალებულთათვის დახმარების არმოჩენა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოქ.IX.6.
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.

ამოცანები და მათი განხორციელების გზები
პროექტის განსახორციელებლად დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:
1.შეხვედრა ზუგდიდში,ტექნოპარკის შენობაში  სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის,სადაც დაიგეგმა ჯგუფური პროექტის განხორციელება,რომელსაც მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“-ის კოორდინატორები.შეხვედრის მიზანი იყო საპროექტო თემის შერჩევა,გეგმის შემუშავება,პროექტის მეთოდოლოგიის შედგენა.
  2.შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. 2017 წლის 17 მარტს ხუთივე სკოლის რამოდენიმე მოსწავლე და მასწავლებლები შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. შეხვედრის მიზანი იყო მიგვეღო დაფინანსება მედიკამენტების შესაძენად.შედგა თანამონაწილეობა.30 მარტს წალენჯიხის ორმა სკოლამ, მე-4 და მე-5 საჯარო სკოლამ მიიღო ას-ასი ლარი გამგეობისგან.
3.ტრენინგი პირველად სამედიცინო დახმარებაზე. ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებს აეთვისებინათ პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევები.მონაწილეებმა მიიღეს სერთიფიკატი,სკოლამ კი მედიკამენტები.

მოსალოდნელი შედეგები
30მარტს წალენჯიხის გამგეობამ სკოლის ანგარისზე ჩაგვირიცხა ასი ლარი.ეს იყო მდგრადი პროექტი.ამ ტანხით შევძელით სწორედ მედიკამენტების შეძენა.
პროექტის შეფასება
ეს იყო პროექტი შედეგზე ორიენტირებული.ჩვენ სხვა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შევძელით პრობლემის გადაჭრა,მიზნის მიღწევა და გავედით შედეგზე.გაიზარდა მოსწავლეებსი პასუხისმგებლობა,ისწავლეს თანამშრომლობა,გაიაზრეს თუ როგორ არის შესაძლებელი საერთო სარგებლისთვის მუშაობა.ამიტომ ვფიქრობ,რომ ეს იყო მდგრადი პროექტი.
ბიუჯეტი

თაბახის ფურცლები,ფლიჩარტი,მარკერები.
თანხა-100ლარი












 პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების დაუფლება.შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.ეს იყო ხუთი სკოლის პროექტი,რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო სკოლებისთვის პირველადი სამედიცინო მედიკამენტების შეძენა.
 ტრენინგზე კონკრეტული მაგალითების ჩვენებით მოსწავლეებმა გაითავისეს ის თუ,რამდენად მნიშვნელოვანია იცოდნენ ექსტრემალურ სიტუაციაში ცარიელი ხელებით დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა.
2. შეხვედრა ზუგდიდში,ტექნოპარკის შენობაში  სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის,სადაც დაიგეგმა ჯგუფური პროექტის განხორციელება,რომელსაც მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“-ის კოორდინატორები.შეხვედრის მიზანი იყო საპროექტო თემის შერჩევა,გეგმის შემუშავება,პროექტის მეთოდოლოგიის შედგენა.

  1.შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. 2017 წლის 17 მარტს ხუთივე სკოლის რამოდენიმე მოსწავლე და მასწავლებლები შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. შეხვედრის მიზანი იყო მიგვეღო დაფინანსება მედიკამენტების შესაძენად.შედგა თანამონაწილეობა.30 მარტს წალენჯიხის ორმა სკოლამ, მე-4 და მე-5 საჯარო სკოლამ მიიღო ას-ასი ლარი გამგეობისგან.


 3.ტრენინგი პირველად სამედიცინო დახმარებაზე. ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებს აეთვისებინათ პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევები.მონაწილეებმა მიიღეს სერთიფიკატი,სკოლამ კი მედიკამენტები.
მომავალში უკეთესი იქნება ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა და სკოლაში გვყავდეს მედპერსონალი.პროექტის განხორციელების პროცესში არ მომხდარა აქტივობების დამატება და არც შეცვლა.განხორციელდა გეგმის შესაბამისად.არ საჭიროებდა მოდიფიცირებას.







Комментариев нет:

Отправить комментарий