Страницы

სასკოლო პროექტის ანალიზი

  სასკოლო პროექტი -   „ავირჩიოთ პროფესია სტერეოტიპების გარეშე



1.პროექტის სათაური,
ორგანიზაციის დასახელება
„ ავირჩიოთ პროფესია სტერეოტიპების გარეშე“

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა
2.პრობლემის გამოკვეთა,ანალიზი
  დღეს,საქართველოში პრობლემური გახდა პროფესიის სწორად არჩევა და შესაბამისად კარიერიის დაგეგმვა.წავაწყდით საკითხის განხილვისას ბევრ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას.აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ საკითხზე გვემუშავა.
3.პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობის გააზრება,არსებული სტერეოტიპების გაცნობიერება.
4.  ამოცანები და მათი განხორციელების გზები
.სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციები.
1-დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები,რომელიც დაარიგეს სკოლაში.უფროსკლასელებს ესაუბრნენ პროფესიის არჩევაზე.
2-მოიწვიეს სკოლაში საინტერესო სტუმარი,პროფესიით ფსიქოლოგი ქალბატონი ასიდა ბერულავა.ფსიქოლოგთან ერთად გაანალიზეს დღეს XXI საუკუნეში ყველაზე მოთხოვნადი  პროფესიებზე ინფორმაცია.
3-გაესაუბრნენ XII კლასელ მოსწავლეს მარიამ ჩალიგავას,
ის აღმოჩნდა საინტერესო რესპოდენტი.
4-მოიძიეს ვიდეო-მასალები საინტერესო პროფესიებზე.
5-გაამზადეს სტატიები სტერეოტიპულ შეხედულებებზე,პრესტიჟულ და ნაკლებად პრესტიჟულ პროფესიებზე.
6-მოაწყვეს დისკუსია კლასში.
7-ვინაიდან  XXIსაუკუნეში სამყარო ინტერნეტ სივრცემ მოიცვა,აღნიშნულმა სფერომ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მოცემული რეიტინგით ზუგდიდში გახსნილმა ტექნოპარკმა პირველი ადგილიც კი დაიკავა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი.ძალიან კმაყოფილები იყვნენ ნანახით.

5.მოსალოდნელი შედეგები
ამ პროექტით სარგებელს მიიღებს სკოლა,ბავშვები,მშობლები,მასწავლებლები.თემის წარმომადგენლები.

6.რისკები
შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა.
7.ბიუჯეტი
(ბუკლეტების,სლოგანების დასამზადებელი რესურსები,საკანცელარიო ნივთები...),ლეპტოპი,ფოტოაპარატი.
8.განხორციელება
პროექტი შეჯამდა მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრეზენტაციით.
9.შეფასება
 ჩვენ გვინდა ამ პროექტით ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს,რომ კარგად არჩეული პროფესია ადამიანს მიიყვანს დასაქმებამდე,პროფესიულ თვითრეალიზაციამდე და შესაბამისად ბედნიერებამდე.

Комментариев нет:

Отправить комментарий