Страницы

სასკოლო პროექტი "გენდერული სტერეოტიპები ქართულ რეალობაში "

წალენჯიხის N5საჯარო სკოლა

 გენდერული სტერეოტიპები ქართულ რეალობაში

 დღეს,2016წლის 7აპრილს 9კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განახორციელეს სასკოლო პროექტი "გენდერული სტერეოტიპები ქართულ რეალობაში".
   მათ გამოთქვეს შეხედულებები,რომ დღეს საქართველოში არსებობს წარმოდგენები,შეხედულებები,ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის სოციალური
როლის,დანიშნულების,შესაძლებლობების,სტატუსისის შესახებ,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.პროექტის მიზანი იყო არსებული
სტერეოტიპების მსხვრევა,სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლება.მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევები ამ თემაზე,სტატიები,დაამზადეს სლაიდები,
შექმნეს პლაკატები,გამართეს დისკუსია.
  მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ თავიანთი მუშაობით.მათ განაცხადეს რომ ამ პროექტზე მუშაობით ბევრი რამ ისწავლეს.რაც მთავარია შემატა პასუხისმგებლობა,თავდაჯერებულობა,გაუჩნდათ ინტერესი მსგავსს პროექტებზე მომავალშიც იფიქრონ.






Комментариев нет:

Отправить комментарий