Страницы

სამოდელო გაკვეთილი ჩვენი საქართველოში



 თემა :  უფლებები და მოვალეობები


2018წლის 24 აპრილს მეექვსე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო  „ უფლებები და მოვალეობები ‘’. ჩემ მიერ არჩეული სამოდელო გაკვეთილის ეს ტიპი , პრობლემაზე დაფუძნებულუ სწავლება პირდაპირ შეესაბამებოდა საგაკვეთილო თემას.დღეს , XXI საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია პრობლემის ცნობა(შემჩნევა),ამ პრობლემის მნიშვნელობის გააზრება,ამ პრობლემების წარმოშობის მიზეზების გაგება და ადრეულ საფეხურზე მათი აღმოფხვრა,გადაჭრა. პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლება შედგება სპეციალურად შერჩეული პრობლემებისგან,რომელიც მოსწავლისგან მოითხოვს დამატებითი ცოდნის შეძენას,პრობლემის გადაჭრაში დახელოვნებას,საკუთარ თავზე ორიენტირებული სწავლის სტრატეგიების და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს. სწავლა ხელს უნდა უწყობდეს სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირებას.მოსწავლე უნდა გაუმკლავდეს წამოჭრილ პრობლემას.პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი უბიძგებს მოსწავლეებს მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა,რომელიც იძლევა დასმული პრობლემის ინტერპრეტირების საშუალებას.
 ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც გაკვეთილის ჩატარებამდე კოლეგებთან ერთად განვიხილავდი გაკვეთილის  გეგმას ,შერჩეულმა აქტივობებმა და მეთოდებმა მათი მოწონება დაიმსახურა და მითხრეს  ,რომ გაკვეთილის პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნებოდა.ასეც მოხდა.დამსწრე კოლეგებს მოეწონათ გაკვეთილის პროცესი და განაცხადეს ,რომ არჩეული მეთოდები სწორედ რომ მორგებული იყო  მოსწავლეთა საჭიროებებს.უფრო მეტიც, ერთ ერთმა დამსწრე კოლეგა - ხათუნა შედანიამ უკუკავშირისას მითხრა,რომ გაკვეთილის დასაწყისი იყო ეფექტური,თვალსაჩინოებები და რესურსები საინტერესო მოსწავლეებისთვის,იგრძნობოდა მოსწავლეთა დაინტერესება და გაკვეთილის თემისადმი პოზიტიური განწყობა - დამოკიდებულება.



 ჩემი  მიზანი იყო მოსწავლეებს  გაეგოთ თუ რა არის უფლება და მოვალეობა,განესხვავებინათ  ერთმანეთისგან  უფლებები და მოვალეობები ,ეპოვათ მიზეზები თუ რა შემთხვევაში შესაძლებელია ,რომ იყოს გამართლებული ადამიანის უფლებების შეზღუდვა.ესწავლათ,როგორ გამოიყენონ კრიტიკული აზროვნება პრობლემის გააზრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ,შეძლონ დახელოვნება წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში. მე ვფიქრობ ,რომ მიზანს მივაღწიე რადგანაც მოსწავლეებმა პირველ რიგში გამოავლინეს ინტერესი გაკვეთილის თემისადმი,შემდეგ შეძლეს გაერჩიათ ერთმანეთისგან ეს ორი მცნება უფლებები და მოვალეობები,იპოვეს განსხვავებები ,ასევე ჯგუფური მუშაობისას საფუძვლიანად განიხილეს სიტუაციური ამოცანები,შეძლეს პრობლემის გამოკვეთა, გაიაზრეს რეალობა ,არგუმენტირებულად დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები,გამოხატეს ემოციები .


სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი



Комментариев нет:

Отправить комментарий