Страницы

გაკვეთილის ყოველდღიური გეგმები

გაკვეთილის ყოველდღიური გეგმები


გაკვეთილის თემა
მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში
საგანი,მასწავლებლის სახელი და გვარი
სამოქალაქო განათლება
საგნის მასწავლებელი:მაია ყალიჩავა
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური,Xკლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასი-X,მოსწავლეთა რაოდენობა -12
აქტუალობა
ეს თემა მოსწავლეებისათვის საკმაოდ აქტუალურია,მათ აინტერესებთ რისი უფლება აქვთ სკოლის თვითმართველობაში,
რა რამდენად განხორციელებადია მათი მონაწილეობით მნიშვნელოვანი ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება.
სასწავლო მიზნები,მოსალოდნელი შედეგები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ,გაანალიზონ რა ადგილი და შესაძლებლობები აქვთ სკოლის თვითმმართველობაში.გამოთქვან არგუმენტები,შეძლონ თვითმმართველობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შეფასება.
 მოქ.X.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობის და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.გამოწვევის ფაზა-სანამ მოსწავლეთა სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავდე მინდა აქტიური ლექციის სახით მივაწოდო მოსწავლეებს ინფორმაცია საზოგადოებრივ     საქმიანობაში მონაწილეობის თემაზე და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:როგორ გესმით სკოლის თვითმართველობა,რა არის საჭირო იმისთვის,რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში?ამ გზით ხდებაწინარე ცოდნის გააქტიურება და მისი დაკავშირება ახალ მასალასთან.მონაწილეობს მთელი კლასი,დროის ხანგრძლივობა-7წთ.
 აქტივობა1
მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად.თითოეულ წყვილს ვაძლევ დავალებას აზრობრივ რუკაზე გამოყონ სასკოლო ცხოვრებიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები,ვინ და რა არის მნიშვნელოვანი სკოლაში.თითოეულმა წყვილმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი.დროის ხანგრძლივობა-7წთ.ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეებსი კვლევა-ძიების,მსჯელობის უნარის განვითარებას.
 აქტივობა2
მოსწავლეებს ჯგუფებში  ვურიგებ „ბავშვის უფლებათა კონვენციიდან“ ამონარიდს.დავალების პირობაა იპოვონ და აღწერონ ამ დოკუმენტიდან ყველა ის პუნქტი,რომელიც ასახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვის მონაწილეობის სფეროს.ჯგუფის წევრებს დაევალა პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ ნამუშევრები.ბავშვებს მივეცი არჩევანის უფლება აერჩიათ ნებისმიერი აქტივობა ამ დავალების უკეთ წარმოსაჩენად.დროის ხანგრძლივობა-15წთ.
აქტივობა3
სიტუაციური მაგალითი 4,1-ის  განხილვა
სიტუაცია დაკავშირებულია მოსწავლეთა ინიციატივასთან ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის შესახებ.მაგალითის შესწავლის შემდგომ მოვაწყვეთ დისკუსია,რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში განსხვავებული შეხედულებების წარმოშობას.მოსწავლეები შემოქმედებითად მიუდგნენ და თამამად დააფიქსირეს საკუთარი არგუმენტები.დროის ხანგრძლივობა-7წთ.
აქტივობა4
 მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას .სამოქალაქო მონაწილეობა ყოველთვის და ყველგან ერთნაირი არ არის,განსხვავებულია მისი მაშტაბი და ხარისხი.
 დამმარე სახელმძღვანელოდან დანართი 1,1.მოსწავლეები ეცნობიან მონაწილეობის კიბეს.  დავალების პირობაა განსაზღვრონ მონაწილეობის რომელ საფეხურზე იმყოფება მათი სკოლა და კლასი.ჩამოაყალიბონ წერილობით რა არის საჭირო წარმატებული მონაწილეობის მისაღწევად.წყვილებში მუშაობა,დროის ხანგრძლივობა-7წთ.
  საშინაო დავალება- იგავ-არაკი „რამდენი ადამიანი იყო აბანოში“ განხილვა და ესეს დაწერა შემდეგი სათაურით:“ღირსეული ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოებრივ საქმეს!“

მე ვფიქრობ,რომ აქტივობები სწორად მქონდა შერჩეული,ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს.გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.გაკვეთილმა შედეგამდე მიმიყვანა.მოსწავლეები გაერკვნენ თავიანთ უფლებებში,შესაძლებლობებსა და ვალდებულებეში.
შეფასება და თვითშეფასება
გაკვეთილის თვითშეფასება

კრიტერიუმები
შეფასება(1,2,3)
1.მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.

2.გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ.

3.მოსწავლეებს მივეცი საშუალება გამოთქვან საკუთარი მოსაზრება.

4.გაკვეთილის მსველობისას დრო სწორად გავანაწილე
5.საგაკვეთილო პროცესში სწორად შევარჩიე აქტივობები და მეთოდები.

შეფასების რუბრიკები
საკლასო მუშაობის  შეფასების რუბრიკები

 4
3
 2
1
მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე

მოსწავლე აქტიურია გაკვეთილზე,სვამს კითხვებს.
მოსწავლე აქტიურია,სვამს კითხვებს და გამოთქვამს იდეებს ერთხელ გაკვეთილის განმავლობაში.
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს,იშვიათად სვამს კითხვებს.
მოსწავლე არასოდეს მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესებში.
დისკუსიაში მონაწილეობის სიხშირე,მოსაზრებები და არგუმენტები
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში.
მოსწავლე უმეტესად მონაწილეობს საგაკვეთილო დისკუსიაში.
მოსწავლე ნაკლებად მონაწილეობს დისკუსიაში.
მოსწავლე საერთოდ არ მონაწილეობს დისკუსიაში.
ინფორმაციის გახსენებაზე ორიენტირებული დავალებები
სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას.
იცის მასალა,დასაბუთება საჭიროებს სრულყოფას
ცუდად იცის მასალა.პასუხობს მხოლოდ ერთ კითხვაზე.
საერთოდ არ იცის მასალა.
ცოდნის სიღრმეზე ორიენტირებული დავალებები
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი,ასაბუთებს მას როგორც ზეპირად,ასევე წერილობით.
პასუხობს ნასწავლი მასალიდან გამომდინარე,არა აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი აზრი.
ცდილობს,მაგრამ ვერ ასაბუთებს აზრს.
საერთოდ ვერ პასუხობს.
გამოყენებული რესურსები
1.საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ.
2.პროგრამა „მომავლის თაობა“-საკითხავი მასალა.
3.დოკუმენტი „ბავშვის უფლებათა კონვენცია“.
4.დამხმარე სახელმძღვანელო წიგნი -მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში.კლასი X
5.სახელმძღვანელო წიგნი-სამოქალაქო განათლება.კლასი X
ბი

Комментариев нет:

Отправить комментарий